დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ღამის კლუბებისა და ბარების დახურვის საკითხი ამ ეტაპზე არ დამდგარა.
38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმს უკავშირდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. ამასთან, გამყრელიძემ ბათუმსა და ქობულეთში სხვდასხვა კაფე ბარებში დასაქმებულებს მოუწოდა, “კოვიდ 19”-ზე ტესტირება გაიარონ.
“მინდა მივმართო ბათუმის ღამის კლუბებსა და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად ბევრი ადამიანი იკრიბება. არ დასმულა საკითხი ამ დაწესებულების დახურვაზე, მაგრამ იქ უნდა ტარდებოდეს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია. ამავე დროს, სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ ბათუმისა და ქობულეთის კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ მათ ტესტირება გაევლოთ. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ აუცილებლად გაიარონ ტესტირება. დღეს ბათუმში დაემატა მესამე კარავი, ანბანის კოშკთან, სადაც მათ შეუძლიათ, ჩაიტარონ PCR-ტესტირება. დღეის მონაცემებით, ბათუმში გვაქვს მიკროაფეთქება, სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ამას გაუმკლავდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში საკონდიტროს მაღაზიაში “დონა” კორონავირუსის მიკრო ეპიდაფეთქება მოხდა და ჯერჯეობით უცნობია გაცდა თუ არა ინფექცია “დონას” საზღვრებს. მისივე თქმით, მაღაზიის კლასტერში ძირითადად ამავე საკონდიტროს თანამშრომლები არიან.
ჩაკეტავს თუ არა მთავრობა ბათუმს
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.
