“ჩვენ პერსონალიზაციაზე აღარ ვსაუბრობთ”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზიგბაიამ განახცხადა. მისი თქმით, აღარ დაკონკრეტდება პაციენტის პირადი ინფორმაცია: სქესი, ასაკი და ა.შ.
“აღარც სქესზე ვისაუბრებთ, არც ასაკზე და არც სხვა არაფერზე, თბილისი ძალიან პატარა ქალაქია” – აცხადებს ეზუგბაია.
კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთ პირს დაუდგინდა
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
“15 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, 14 მათგანზე მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთზე კი დადებითი. ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი გახლავთ. შემოსული ახალი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულს, დამოუკიდებლად შემოვიდა ჩვენთან. ეს არის მესამეული გადაცემა” – ამბობს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი.
მეორე პაციენტი, რომლის გაწერას დღეს ვარაუდობდნენ, ისევ კლინიკაში რჩება