საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასმართლო ხვალ, 23 ნოემბერს იმსჯელებს. სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.