LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები“ – 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

61
277579947_930047737600417_6203616698420550040_n

4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილიაა“. მათი მთავარი მოთხოვნაა „დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები“.

„4 აპრილს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს 6 ბრალდებულის მიმართ, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ძალადობითა და მუქარით დევნასა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ედებათ, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არ არიან ძალადობის ორგანიზატორები, მნიშვნელოვანია იმ პირების დასჯაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლექსოს მკვლელობაში.

ორშაბათს, 4 აპრილს, საქალაქო სასამართლოს ეზოში, განაჩენის გამოცხადების პარალელურად, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართება აქცია, მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით.

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსეთის მიერ მართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი გახდა. 5 ივლისს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა მედიის 50-მდე წარმომადგენელი, თუმცა ხელისუფლება დღემდე მფარველობს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს.

თავისუფალი პროკურატურისა და სასამართლოს პირობებში, აუცილებლად წარსდგება სასამართლოს წინაშე ყველა დამნაშავე, რომელიც ლექსოს მკვლელობასა და ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდა.

მანამდე კი ლექსოს ხსოვნისთვის შევიკრიბებით და მოვითხოვთ ბრალდებული მოძალადეების დასჯას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g