ბრიუსელის ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დაიწყეს ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ხალხის გასართობად ხოცვა. ბრიუსელი პირველია. თუ არსებობთ ვინმე, ვისაც გგონიათ, რომ ისრაელის მიმართ „მიზეზი“ აქვთ, თორემ როგორ იკადრებდნენ: ტერორიზმს არც მიზეზი კვებავს და არც მიზანი, მით უმეტეს, „დიადი და პატრიოტული“.
უპირველესად, მათ გაწირეს პალესტინელი ხალხი ათეულ წლობით არაადამიანურ პირობებში ტრავმებით სავსე ცხოვრებისკენ და გაწირეს მსოფლიოც, იმის ნაცვლად, რომ იერუსალიმი, მინიმუმ, სამი ცივილიზაციის შეერთების წერტილი, მიწა, რომელიც ყველა რელიგიის და კულტურის ხალხისთვის უძვირფასესია, აეყვანათ მსოფლიო ხალხების გადაკვეთის წმინდა ადგილამდე.
ბრაზი და უსამართლობა ყველა ერს გვაწუხებს, ყველას რაღაც გვაქვს წართმეული, მაგრამ ტერორისტები არ ვხდებით. ტერორიზმი არის სიკვდილის, განადგურების კულტი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის თესვა შეუძლია და არა რაიმე პოლიტიკური „გამარჯვებების“ მოტანა რომელიმე ერისთვის, თუ რელიგიისთვის.
ომზე დიდი რეგრესი თუ შეიძლება კაცობრიობას ემართებოდეს, კიდევ უფრო ფსკერამდე რეგრესი ტერორიზმია. ამაზე ღრმა უფსკრულში ვეღარ ჩავარდება ადამიანთა მოდგმა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
დაიწყეს ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ხალხის გასართობად ხოცვა. ბრუსელი პირველია. თუ არსებობთ ვინმე, ვისაც…
Posted by Natia Panjikidze on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023
ცნობისათვის, გასულ ღამეს, ბრიუსელის ცენტრში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა. ისინი შვედეთის მოქალაქეები არიან. დაჭრილია ერთი ადამიანი.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამტკიცებდა, რომ ISIS-ის წევრი იყო და „მუსლიმებისთვის შურს იძიებს“. მედიის ინფორმაციითვე, მან სროლამდე „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა.