LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიწყო საკმაოდ რთული კვირა… მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები…“ – ასტროლოგ ნინა ხომერიკის გაფრთხილება 23-27 თებერვლის პერიოდის შესახებ

1154
nina xomeriki

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში 23-27 თებერვლის რთული კვირის შესახებ გვაფრთხილებს და წერს, რომ საშიშ დღეებს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შევხვდეთ:

„მეგობრებო, დაიწყო საკმაოდ რთული კვირა, კერძოდ: 23-დან 27 თებერვლის ჩათვლით, ჩვენ უნდა გავიაროთ მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასპექტია ასტროლოგიაში, რომელსაც მოაქვს: გიჟური და არაადეკვატური იდეები, რომლებიც თავის მხრივ იქნება დიდი კონფლიქტების მომტანი, ასეთ დღეებში ეცადეთ, არაფერი დაგეგმოთ, რადგან იმპულსურობა და მოუთმენლობა მოიტანს არასტანდარტულ მოქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმედგაცრუებას და ასევე ამ დროს მატულობს ტრამვების, ავარიებისა და ხიფათების საშიშროება, აუცილებლად დაიცავით მოძრაობის წესები, ყურადღება მიაქციეთ ელ. გაყვანილობებს, არ დაგრჩეთ ჩართული ბუნებრივი აირი, რადგან მოსალოდნელია ავარიები, უბედური შემთხვევები, გაჟონვა, აფეთქებები და ა.შ. გარდა ამისა, ეს პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რადგან მაღალია რისკი ინფარქტებისა და ინსულტების განვითარების!! აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნერვული სისტემაა. არასასურველი კვირაა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევისთვის.

გისურვებთ მშვიდობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g