36 წლის მსახიობი, დაკოტა ჯონსონი, რომელიც ზაფხულში რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მუსიკოსს, კრის მარტინს დაშორდა, პირველად გამოჩნდა პაემანზე. ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში 28 წლის მომღერალ, Role Model-თან (ტაკერ პილსბერი), ერთად ვახშმობდა.
წყვილი მეგობრების გარემოცვაში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ჯონსონი და პილსბერი მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და წყვილივით იქცეოდნენ.
„შურისძიების მორიგი ლუქი“ – დაკოტა ჯონსონი Gucci-ის „შიშველი კაბით“ შეუდარებლად გამოიყურება

