დაკოტა ჯონსი და კრის მარტინი იმდენად იშვიათად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში, რომ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია მათი განშორების შესახებ, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ წყვილს ყველაფერი კარგად აქვს.
ისინი ახლა მექსიკაში ისვენებენ. წყვილი პაპარაცებმა სანაპიროზე გადაიღეს. 34 წლის დაკოტა თეთრ საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, 46 წლის კრისს კი შორტი ეცვა.
ცნობისთვის, დაკოტა და კრისი უკვე 8 წელზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. დაკოტას არა მხოლოდ კრისის შვილებთან აქვს იდეალური ურთიერთობა, ის მარტინის ყოფილ მეუღლესთან, გვინეტ პელტროუსთანაც მეგობრობს. როდესაც 5 წლის წინ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სწორედ გვინეტი იყო ის ადამიანი, რომლებიც ისინი ერთმანეთს შეარიგა.
მოკითხვა ნეაპოლიდან – დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთად გამოჩნდნენ