LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში „ასტრაზენეკას“ დაპირებული ვაქცინები შემოვა” – თამარ გაბუნია

54
1180177264

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები შემოვა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საკმარისი ვაქცინაა იმისათვის, რომ 10-12-კვირიანი ინტერვალით ადამიანები მეორე დოზით აიცრან.

“დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან ვაქცინაციის პროცესში, ხვალ, ზეგ გახსნიან ქოლცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დარეკონ და დაჯავშნონ რიგი” – თამარ გაბუნია

„ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია 10-დან 12 კვირამდე შესაძლებელია ყველგან. რეგიონში შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. 10 ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთის, ეს იქნება ვაქცინის არაეფექტური გამოყენება, ამდენად ასეთი დეფიციტური გამოყენების პირობებში ამას ვერიდებით. რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით საკმარისი დოზა გვაქვს იმისათვის, რომ 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას, ასევე იცრებიან ის პირებიც, ვინც გადაუდებელი საჭიროების გამო, მოგზაურობისთვის ჰქონდათ უკვე ბილეთები აღებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g