LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატყვევებელი და ამაღელვებელი არომატი წითელი ხალიჩის მოწინავე ბრენდისგან

131

ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური, ყველაზე ”ლუქსი” და ყველაზე მოდურია, ის წითელი ხალიჩის მოწინავე ბრენდია და მას VERSACE ჰქვია. სწორედ ამ ძალიან ცნობილი, იტალიური ბრენდის ახალი სუნამო წარუდგინა ქართველ მომხმარებელს პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი”.

სუნამო სახელწოდებით Pour Femme DYLAN BLUE – ქალბატონებისთვის შეიქმნა და როგორც უკვე გითხარით, ის VERSACE-ს ეკუთვნის.

VERSACE-ს პარფიუმერია ბაზარზე 80-იან წლებში გამოჩნდა. 1981 წელი იყო სწორედ ის წელი, როცა VERSACE-ს პარფიუმერიამ მსოფლიოს თავბრუ დაახვია.

”რაც შეეხება დღევანდელ სიახლეს – ეს არის ძალიან მიმზიდველი ფლაკონი, რომელსაც ჰქვია VERSACE Pour Femme DYLAN BLUE ქალბატონებისთვის. ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ გამოვიდა DYLAN BLUE მამაკაცებისთვის, რომლის ხაზიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გადაწყდა შეექმნათ ამ მომაჯადოვებელი მამაკაცისთვის თავბრუდამხვევი მეორე ნახევარი და შეიქმნა კიდევაც იგივე სახელით -VERSACE Pour Femme DYLAN BLUE ქალბატონებისთვის”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ.

მისივე თქმით, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე დღეიდან შეუძლია.

https://www.youtube.com/watch?v=LcYAYehR1zo

VERSACE Pour Femme DYLAN BLUE ქალბატონებისთვის არის არომატი, რომლის კონცეფციაც გახლავთ უნიკალურობა, მგრძნობელობა და ელეგანტურობა. არომატი ყვავილოვან-ხილოვან-მერქნოვან არომატთა ოჯახს განეკუთვნება. უნიკალურობას ქმნის შავი მოცხარისა და მწვანე ვაშლის კომბინაცია, ძალას ამ ყოველივეს ანიჭებს თანამედროვე თაიგულში ყვავილები, რომლებიც ყინულოვან ფანტაზიაში ველური ყვავილისგან დაწურულ ელექსირად, გასაოცარი ვუალით გარდაიქმნებიან. მგრძნობელობა და ელეგანტურობა კი, რომელიც ყველა ქალს სჭირდება – ეს გახლავთ საბაზო მერქნოვანი ნოტები, რომლებიც უნიკალურ კოქტეილად გარდაიქმნებიან. გუნდრუკი და თეთრი მერქანი, მუშკი, ფაჩული – დამატყვევებელი, მგრძნობიარე და ამაღელვებელი არომატის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ. რაც შეეხება შეფუთვას, ეს გახლავთ ხმელთაშუა ზღვასავით სუფთა, ინტენსიური, ღრმა და მგრძნობიარე ლურჯი ფერის, ოქროს დეტალებით გაფორმებული და რა თქმა უნდა, მედუზას გამოსახულებით, რომელიც არის VERSACE-ს მთავარი ხელწერა”, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, სუნამოს პარფიუმერი ძალიან ცნობილი პარიფუმერი Calice Becker-ია.

შეგახსენებთ, პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს სუნამო სახელწოდებით VERSAC DYLAN BLUE მამაკაცებისთვის 2016 წლის დეკემბერში წარუდგინა და ეს არომატი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. არომატი ძლიერი, სექსუალური, დამოუკიდებელი მამაკაცისთვის შეიქმნა. მამაკაცისთვის, რომელიც სასურველია ყველასთვის – განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სტატუსისა და რა თქმა უნდა, გარემოებისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g