LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამფრთხალი ექს-პრინცი – ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დროებით გაათავისუფლეს – მედიაში ახალი კადრები ვრცელდება

172
page

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში, მეფე ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს, რომელსაც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, ყველა ტიტული ჩამორთმეული ჰქონდა. პოლიციამ ის საკუთარ დაბადების დღეზე, სამსახურებრივი თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრა.

მეფე ჩარლზის ძმა, პრინცი ენდრიუ ეპშტეინის ფაილების გამოძიების ფარგლებში დააკავეს

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ თითქმის 12-საათიანი პატიმრობის შემდეგ, ყოფილი პრინცი განთავისუფლებულია. ინფორმაციასა და ფოტოებს Sky News ავრცელებს და წერს, რომ გამოძიება გრძელდება.

ფოტოებში, რომელიც მედიაში ვირუსულად გავრცელდა, 66 წლის ენდრიუ ავტომობილის უკანა სავარძელში შეძრწუნებული და დამფრთხალი გამომეტყველებით ზის.

ცნობისთვის, ეპშტეინის საქმეზე ამერიკაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად ვლინდება, რომ ენდრიუ ეპშტეინს აწვდიდა ანგარიშებს მისი სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამში ვიზიტების შესახებ, ასევე კონფიდენციალურ დეტალებს საინვესტიციო ფონდის შესახებ.

ენდრიუმ არაერთხელ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და ამტკიცებდა, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. ოქტომბერში მეფე ჩარლზმა ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა, ხოლო ცოტა ხნით ადრე ენდრიუმ ოფიციალურად, ნებაყოფლობით იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თქვა.

აშშ-ს პრეზიდენტი არნახულ, შოკის მომგვრელ სკანდალში ეხვევა – ეპშტეინის საქმეზე კიდევ 3 მილიონზე მეტი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა – მასალებში ფიგურირებენ ტრამპი, გეიტსი, მასკი და სხვა ცნობადი პირები

შიშველი ბილ კლინტონი, ვარსკვლავები და ბნელი კავშირები – ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო არქივი გაიხსნა – ვრცელდება სკანდალური ფოტოები, რომელმაც მსოფლიო შეძრა