LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამირეკა და მითხრა, პოლ, ვფიქრობ, შესაძლოა, ჯონი გეი იყო…“ – ჯონ ლენონის, იოკო ონოსა და პოლ მაკკარტნის ირგვლივ მოულოდნელი სკანდალი აგორდა

636
page

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ გაამხილა, რომ ერთხელ იოკო ონომ მას უთხრა, თითქოს მისი მეუღლე, ჯონ ლენონი შესაძლოა, გეი ყოფილიყო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

როგორც მაკკარტნიმ აღნიშნა, ეს საუბარი ლენონის გარდაცვალებიდან მალევე შედგა. მისი თქმით, ონო მას ტელეფონით დაუკავშირდა და საკუთარი ვარაუდი გაუზიარა.

ინტერვიუში, რომელიც მან 2015 წელს ჟურნალს Vanity Fair მისცა და რომელიც ახლახან ხელახლა გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმის, Man on the Run გამოსვლის გამო, მაკკარტნი იხსენებს:

„დამირეკა და მითხრა, პოლ, ვფიქრობ, ჯონი შესაძლოა, გეი იყო“.

მაკკარტნის პასუხი სკეპტიკური იყო, მან აღნიშნა, რომ ასეთი შთაბეჭდილება არასოდეს დარჩენია.

მუსიკოსის თქმით, 1960-იან წლებში, როცა ისინი საკულტო ჯგუფში, The Beatles-ში ერთად მოღვაწეობდნენ, ლენონს უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და მის ქცევაში არაფერი მიუთითებდა არატრადიციულ ორიენტაციაზე.

„ჯონთან ხშირად ერთ ოთახშიც კი მიძინია, მაგრამ არასოდეს ყოფილა რაიმე ჟესტი, ან მინიშნება“, – იხსენებს პოლი.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში გარკვეული ჭორები მაინც არსებობდა, განსაკუთრებით ლენონისა და The Beatles-ის მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის ურთიერთობის შესახებ. ბრაიანი არასდროს მალავდა საკუთარ ორიენტაციას, თუმცა, მაკკარტნი არ ფიქრობს, რომ მათ შორის რაიმე რომანტიკული ურთიერთობა არსებობდა.

ცნობისთვის, 83 წლის პოლმა ახლახან შექმნა დოკუმენტური ფილმი, Paul McCartney: Man on the Run, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერას ასახავს The Beatles-ის დაშლის შემდეგ, მათ შორის, მის სოლო საქმიანობას და მუშაობას ჯგუფთან, The Wings.

Now and Then – The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერა – ცნობილია პრემიერის თარიღი

ვიდეო: „ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ სიმღერას მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი“ – ჯონ ლენონის შვილმა უკრაინის მხარდასაჭერად Imagine პირველად შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები