LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა

137
2026-05-28_23-37-35_285004

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ისტორიული ოქროს მედალი ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 26,900 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
42-ე ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქმა ვარნამ უმასპინძლა“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g