მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობას და საპროტესტო აქციას ეხმიანება.
როგორც ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, დანაშაული იმდენად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს:
“ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია!
პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს”, – წერს ვოლსკი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, სამართალდამცველი შშმ პირს ფიზიკურად გუშინ დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი კადრები თვითმხილველმა გადაიღო, მოგვიანებით კი ვიდეოკადრები “ტვ პირველმა” გაავრცელა.
კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი 17 წლის ბიჭს.
ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავა.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე:
პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია
ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა „ზემოდან“ მითითებით