LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში დევნისა და თვალთვალისგან დასაცავად ახალი სისტემა შემოიღეს

122
AALBOG Solhaven-sagen i retten i Aalborg

დანიაში აპირებენ, რომ დევნისა და თვალთვალისგან ადამიანები GPS-სამაჯურების დახმარებით დაიცვან. ამ სამაჯურებს დამნაშავეებს გაუკეთებენ. როგორც კი სამაჯურიანი ამდევნებელი მიუახლოვდება იმას, ვისთანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიახლოების უფლება არ აქვს, მოწყობილობა სპეციალურ სამსახურში სიგნალს გაგზავნის.
ინიციატივას ამჟამად დანიელი სპეციალისტები სწავლობენ.

GPS-ტრეკერს უმაგრებენ ადამიანს, რომელიც სასამართლოს მიერ საფრთხის შემცველადაა აღიარებული. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დამნაშავეს მსხვერპლის სიახლოვეს გამოჩენის საშუალება არ მისცეს. პოლიციას განგაშის შეტყობინება მიუვა მაშინაც, როცა ამდევნებელი თავისი მსხვერპლის სახლს 25 წუთის სავალზე მიუახლოვდება.
სიგნალის მიღებისთანავე პოლიცია აღნიშნული მისამართისკენ გაემართება. საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ, ხოლო დამნაშავეს დააპატიმრებენ.

ამჟამად დანიაში ადევნების მსხვერპლებს საშუალება აქვთ საცხოვრებელი შეიცვალონ ან განგაშის ღილაკი მიიღონ. GPS-სამაჯურის დამსახურებით კი პოლიციას საშუალება ექნება მსხვერპლთან დამნაშავეზე ბევრად ადრე მივიდეს, რადგან სიგნალი გადაიცემა არა თავდასხმის მომენტში, არამედ „აკრძალულ ზონასთან“ მიახლოებისთანავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები