LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში დზელის ავტომობილების აკრძალვის შემდეგ ჰაერი ბევრად სუფთა გახდა

117
Design_uden_navn__33

დანიის დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც დიზელის ავტომობილების გარეშე ზონები გაჩნდა. ამის შესახებ ნათქვამია დანიის გარემოს კვლევის ნაციონალური ცენტრის დასკვნაში.

სპეციალისტთა თქმით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მავნე ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში 36%-ითაა შემცირებული.

2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მსუბუქ დიზელის ავტომობილებს კოპენჰაგენის კონკრეტულ რაიონებში შესვლა აუკრძალეს. მალევე კოპენჰაგენს სხვა 4 ქალაქიც შეუერთდა. ამ კანონის დამრღვევებს 200 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ჰაერის დაბინძურებას სასუნთქი გზების დაავადებების და გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ამჟამად ევროკავშირის მკვიდრთა 25% ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ჰაერში საშიში მიკრო ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები