LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ქვრივების მხარდასაჭერი კლუბები გაჩნდა

102
1200x675_cmsv2_81154a75-a406-5f2

დანიაში გახსნიან საკვირაო კლუბებს 65 წელს გადაცილებული იმ მამაკაცებისთვის, ვინც მეუღლე დაკარგა. პროექტი ქვრივებს მარტოობასთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს და დანაკარგით გამოწვეული მძიმე პერიოდი გადაატანინოს. სიახლის შესახებ Betterplace.org წერს.

ბევრი მამაკაცი, ტკივილთან ხშირად მარტო რჩება და დახმარებასაც არ ითხოვს. ეს კი იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, დეპრესიას და სუიციდის რისკებიც იზრდება. საკვირაო კლუბში ქვრივები ერთმანეთს შეხვდებიან, იკონტრაქტებენ და ერთმანეთს თბილ გარემოში დაუდგებიან გვერდით.

კლუბის მონაწილეები ერთად შეძლებენ, რომ მარტივი და ჩვეული საქმეებით დაკავდნენ: მოამზადონ საჭმელი, უყურონ ფილმებს, განიხილონ საინტერესო თემები ან უბრალოდ დრო გაატარონ იმ ადამიანების კომპანიაში, ვისაც მათი ტკივილი ყველაზე კარგად ესმის. დანაკარგზე საუბრები სავალდებულო არ არის – ისინი შესაძლოა თავისით წარმოიქმნან, თუკი მონაწილეები იგრძნობენ რომ ამისთვის მზად არიან. მთავარი – მხარდაჭერის ატმოსფერო და იმის გაგებაა, რომ ისინი მარტოები არ არიან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცოლის დაღუპვის შემდეგ მამაკაცები ხშირად რჩებიან იზოლაციაში, რამეთუ მეგობრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებლები სწორედ ქალები არიან. კლუბი ქვრივებს სამყაროსთან კავშირის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს, ახალი მეგობრები აპოვნინოს და სულიერი სტაბილურობა დაუბრუნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები