LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპოსტე რამე: Nike რონალდოს მილიარდს გადაუხდის სოცქსელებში აქტიურობისთვის

29

კრიშტიანო რონალდო თითქმის მილიარდ ევროს მიიღებს Nike-გან ტვიტერზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პოსტების გამო.
სამსახურიც ამას ქვია.

„რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა Nike-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ფეხბურთელს 935 მილიონ ევროს მოუტანს. სპორტული ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი ასეთ გიჟურ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდა, რაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2016 წელს კომპანიას 493 მლნ ევრო მოუტანა სოცქსელებში აქტიურობით.

კალენდარული წლის განმავლობაში რონალდომ 1703 შეტყობინება გამოაქვეყნა და 2.25 მილიარდი გამოხმაურება მიიღო. ამასთან 357 პოსტს, რომელიც ან ვიზუალურ ლოგოს შეიცავდა ან „ნაიკი“ იყო მოხსენიებული, 477 მილიონი გამოხმაურება ქონდა, ხოლო ყველაზე პოპულარულმა პოსტმა ამერიკულ კომპანიას 5,3 მლნ ევრო მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები