LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდნენ მსახიობები, რომლებიც ,,ბითლზის” წევრების ცოლების როლებს შეასრულებენ

117
photo-collage.png (16)

იმ ფონზე, როცა სემ მენდესი ,,ბითლზის” თითოეულ წევრზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს, ქსელში იმ მსახიობთა სია გამოქვეყნდა, რომლებიც ლივერპულელი ოთხეულის ცოლების როლებს შეასრულებენ.

ცნობილი გახდა, რომ პოლ მესკალს, ჰარის დიკინსონს, ჯოზეფ ქუინსა და ბარი კეოგანს მომავალ ბიოპიკებში პარტნიორობას სირშა რონანი, ანა სავაი, ეიმი ლოუ ვუდი და მია მაკკენა-ბრიუსი გაუწევენ.

სირშა რონანი ლინდა მაკკარტნის, ანა სავაი იოკო ონოს, ეიმი ლოუ ვუდი პატი ბოიდს, ხოლო მია მაკკენა-ბრუსი მორინ სტარკს განასახიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ოთხ ბიოპიკში, რომელთა პრემიერა 2028 წლის აპრილში იგეგმება, პოლ მაკკარტნის (პოლ მესკალი), ჯონ ლენონის (ჰარის დიკინსონი), ჯორჯ ჰარისონისა (ჯოზეფ ქუინი) და რინგო სტარის (ბარი კეოგანი) ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიებს ვიხილავთ. ამასთან, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის შესახებ ფილმები აქამდეც გადაღებულა, თუმცა საგულისხმოა, რომ მომავალი პროექტი ოთხი იქნება და არა – ერთი, რაც ინტერესს მათ მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ოთხი ფილმი ბენდის თითოეული წევრის უფრო ღრმა, შინაარსობრივ მხარეს წარმოაჩენს, ასევე ასახავს The Beatles-ის კარიერის მთელ გზას – 1960 წელს ბენდის ფორმირებიდან საკონცერტო და სტუდიური პერიოდის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები