LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასამალი არსად იქნება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი 10 თებერვლისთვის იქნება მზად – ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

74
BeFunky-collage (41)

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, რათა უკრაინის მიმართ მისი აგრესია შეაჩეროს.

მისივე თქმით, აღნიშნულ სანქციებს ვერავინ დაემალება.

„ეს პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად იქნება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფართომასშტაბიანი სანქციები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელიც რეალურად მიმართული იქნება ყველას წინააღმდეგ, ვინც სტრატეგიულ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის რეჟიმს

დასამალი არსად იქნება. ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ,“ – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის შეჭრას კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები