LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთის გარეშე ვერ გადავრჩებით, გავქრებით, ვინც გაასწრებს, გაასწრებს – ჯაფარიძე კობახიძის განცხადებაზე

165
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ს საელჩოს მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე, ქართული საზოგადოების ნდობას უცხოელი პარტნიორების მიმართ არყევს.

„კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე:

ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა და ტონალობის ტექსტით თვეებია რაც ეს „პატერნი“ ჩამოყალიბდა:

მელია: მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად – კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს

1. დასავლეთი აკრიტიკებს ოცნების რომელიმე კონკრეტულ ნაბიჯს რომლითაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ ხელში ან იმყარებენ უკვე არსებულ ძალაუფლებას, რითიც კიდევ უფრო ზრდიან პოლარიზაციას, კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, კიდევ უფრო კლავენ განვითარების შანსებს და ა.შ.

(ასე მოხდა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ჩაბეტონების შემდეგ, სრულად პროპორციულ და 2%-იან ბარიერიან საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ძალაუფლების გაძლიერების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ)

2. დასავლეთის კრიტიკაზე ოცნების სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ:

ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო

ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია („ტექნიკური ხასიათის“), რომლებიც იმით არის გამოწვეული რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას

გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი)

დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს „ქართული საზოგადოების“ თვალში

ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო

3. ოცნების მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფოსმაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი – ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თავიანთ პიდარასტებს მიხედონ მაგათ, მაგ ქვეყნების ასაკის მუხა გვიდგას ჯემალას ეზოში, მაგათზე უკეთ ვიცით როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ეს არ ხდებოდა 2021 წლამდე. შარშან დაიწყო. მანამდე ოცნება რიტორიკის დონეზე მაინც ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს.

2020-მა გადატეხა სიტუაცია, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა რომ „ეს ხალხი ყველაფერს აიტანს“ კლასიკაა უკვე რომ გავამარტივოთ:

მამუკა ხაზარაძე: “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა”

1. ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით, და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს

2. დასავლეთი ეუბნება რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა

3. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს გამოექანეთ რაშმორიდანო ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს, რადგან დასავლეთთან გაუცხოება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს:

1. არანაირი ნატო და რუსეთისგან უსაფრთხოება საქართველოში

2. არანაირი ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის

3. არანაირი ლიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი რუსეთის სამხრეთ საზღვართან

4. რუსეთის მხრიდან მორიგი დემონსტრირება მსოფლიოსთვის რომ ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი

5. გრძელვადიანად სრულად რუსეთის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებული საქართველო (და ჩვენი შვილების მომავალი თუ მანამდე არ გაიქცნენ აქედან) და, შესაბამისად კავკასიაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის, რომლებიც ამას ვერ ხედავენ (ვინც ხედავს და ეს უნდა, მათთვის ახსნას აზრი არ აქვს), მაინც ავხსნი რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე:

1. არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი წავა თითქმის დომინოს პრინციპით

2. ამ ქვეყანაში არ შემოვა ფული, რომელიც არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, არადა გვჭირდება განვითარებისთვის, და დავრჩებით ისეთივე განუვითარებელ უტვინო სირებად, როგორებიც ახლა ვართ (პირველ რიგში პუტინის თვალში)

3. გრძელვადიანად – ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს. ეგაა სულ თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი.“ – წერს ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე.“

magti 5g