LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ჩვენი წვლილი ხშირად ბევრად აღემატებოდა NATO-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს” – შალვა პაპუაშვილი

134
შალვა პაპუაშვილი

დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ჩვენი წვლილი ხშირად ბევრად აღემატებოდა NATO-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით, საქართველო NATO-ს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.

„საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა NATO-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით, მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g