LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასევდიანებული და გადანდგურებული – ბრედ პიტი დედის გარდაცვალების შემდეგ პირველად გადაიღეს

348
page

ბრედ პიტის დედა, ჯეინ ეტტა პიტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსახიობის ბიძაშვილის, სიდნი პიტის, ემოციური პოსტი გავრცელდა.

„ჩემო საყვარელო ბებო, ჩვენ არ ვიყავით მზად შენი გაშვებისთვის… მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ახლა თავისუფლად შეგიძლია იმღერო, იცეკვო და დახატო, ცოტაოდენ შვებას გვანიჭებს. შენი სიყვარული ყველას ეკუთვნოდა და ამას ყველა გრძნობდა. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ უშენოდ. შენ თავად სიყვარული იყავი, – დაწერა სიდნიმ.

ბრედ პიტის მშობლებს შვილიშვილები 8 წელია არ უნახავთ

სამწუხარო ინფორმაციის ფონზე, პაპარაცებმა ბრედ პიტი პირველად გადაიღეს, ის ძალიან დაღონებული და დასევდიანებული ჩანდა.

აღსანიშნავია, რომ ბრედს დედასთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ჯეინი მას ყველაფერში მხარს უჭერდა.

ცნობისთვის, ჯეინ ეტტა 60 წელზე მეტი იყო დაქორწინებული უილიამ პიტზე. მათ სამი შვილი, ბრედი, დუგლასი და ჯული და 14 შვილიშვილი ჰყავს.

ფოტო/ვიდეო: ყველანაირ ფორმაში იდეალური – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები