LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დათი თავს კარგად გრძნობს” – შარტავას ქუჩაზე დაშავებულ ბავშვს ისრაელში მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

1813
შარტავა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებულ 8 წლის ბავშვის ისრაელში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ოჯახის ახლობელმა „ფორტუნას“ განუცხადა,  ბავშვი თავს კარგად გრძნობს“.

მისივე ინფორმაციით, ისრაელში ბავშვს უკვე მესამე ოპერაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, 8 წლის დავით ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ისრაელში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის მოზარდზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

მას თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

ამავე თემაზე შეგიძლიათ, ნახოთ:

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

“ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც უნდა ჩამოეჭრათ” – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები, რომ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მძიმე ავარია მუდმივ სტატისტიკად არ იქცეს

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი” – შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g