LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე: „ჩემი და ეთუნას ქორწინებიდან 11 წელი გავიდა… ძალიან რომანტიკული ვარ, ეთუნას 8 სიმღერა მივუძღვნი…“

2547
დათო-არჩვაძე

დათო არჩვაძემ ახლახან ქორწინების 11 წლის იუბილე აღნიშნა. წყვილს სამი შვილი ჰყავს და სამივე კარგად მღერის, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.

დათო აქტიურია შემოქმედებითად, საბავშვო სტუდიები აქვს, შექმნა პირველი საესტრადო კაპელა და ახლახან მეორე ალბომიც გამოუშვა, რომელიც უკვე სრულად გაიყიდა.

წელს კი მისი საიუბილეო წელიწადია, რომელსაც საინტერესო პროექტებით აღნიშნავს.

დათო არჩვაძე: 

11 წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან… ძალიან მინდოდა პომპეზურად აღნიშვნა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ისე არ გამოვიდა, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. ეთუნა მართლა გმირი მეუღლე და დედაა. დატვირთულია ჩვენი გაზრდით. მე ვარ მეოთხე, ყველაზე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი. ყველაზე დატვირთული რეჟიმის მქონე და ცელქი „ბავშვი“ ვარ. ძალიან მრავალფეროვანი 11 წელი გვქონდა. ბოლო ორი წელია, ბავშვები ძალიან დავტვირთეთ. პანდემიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ სამივე ფანტასტიკურად მღერის. როდესაც საკუთარი შვილებისთვის მოვიცალე, მივხედე მათ და აღმოჩნდა, რომ მშვენიერი სმენა აქვთ.

ვიცი, რომ მეუღლესთან ხშირად მიდიხარ ვარდებით დამშვენებული. რომანტიკული ხარ, როგორც ყველა ხელოვანი?

მთლიანად რომანტიკა ვარ… არაერთი სიმღერა ეძღვნება ეთუნას, დაახლოებით, რვა. „თურმე როგორ მყვარებიხარ“, „ოღონდ ჩვენ დავრჩეთ ორნი“ – ყველა ჰიტი ეთუნასია. „თურმე როგორ მყვარებიხარ“ გახალხურდა, ყველა ერთმანეთს ამ სიმღერით უხსნის სიყვარულს. როცა ჩვენ შევუღლდით, ამერიკაში წავედით და ორი წელი იქ ვცხოვრობდით. ერთ დღეს დილის შვიდზე გავიღვიძე, გავახილე თვალები და დავიწყე: „თურმე, როგორ მყვარებიხარ, თურმე როგორ მჭირდები“. მივხვდი, რომ სიმღერა იწერებოდა თავისი ტექსტიანად. ეს სიმღერა გახდა ხალხური. აღარც იციან, რომ ჩემია…

შემოქმედებითად რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

საიუბილეო წელი მაქვს. ვაპირებ კონცერტების ჩატარებას ჯერ ბათუმში და შემდეგ თბილისში. გამოვიდა ჩემი რიგით მეორე ალბომიც. დიზაინიდან დაწყებული, 15 სიმღერიდან რომელი რომლის მერე უნდა მოდიოდეს, ესეც კი მე გადავწყვიტე. საკუთარი სიმღერებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანი და საყვარელი კომპოზიციები ავარჩიე. სტუდია „თბილისმა“ გამოუშვა და „ბიბლუსში“ იყიდებოდა, მაგრამ უკვე სრულად არის გაყიდული. რაც სიმღერების შექმნა დავიწყე, 20 წელი გავიდა, 25 წელი კი – სოლოკარიერის დაწყებიდან უკვე გასულია.

მე და მაია დათუნაშვილმა გავმართეთ ტურნე, იმერეთის რეგიონიდან დავიწყეთ, საოცარი გუბერნატორი ჰყავს, ზვიად შალამბერიძე, ჩემი მეგობარი. დიდი მხარდაჭერა გამოგვიხატა. დაახლოებით შვიდ ქალაქში ზარ-ზეიმით ჩატარდა – იქაური ყველაზე ნიჭიერი მომღერლები მონაწილეობდნენ და მღეროდნენ ჩემს სიმღერებს, მანამდე მაიასთან კასტინგს გადიოდნენ. ძალიან საინტერესო პროექტი შედგა. ჩემი და მაიას პროექტი დასრულდა, მაგრამ ვაგრძელებ სხვა რეგიონებში სხვა პროექტებს.

ასევე იცით, რომ შევქმენი პირველი საესტრადო კაპელა, რომლის შექმნაც ძალიან მეამაყება. მომბაძოს, დე, მთელმა საქართველომ, მაგრამ ნამდვილად პირველი ვარ (იცინის).

საბავშვო სტუდიებიც გაქვს, მათ შორის, რეგიონებში და ამდენ საქმეს როგორ ახერხებ?

მე თვითონაც არ ვიცი. ახლახან დავიწყე გორში, ოთხი ვარსკვლავი მოვიდა, მაგრამ არც ერთ პროექტში არ გამოვაჩენ, ჩემთვის ვინახავ (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები