LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე მარტივად იმის შესახებ, რატომ ჯობია ევროპა რუსეთს (ვიდეო)

1194
liklikadze-news2323

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის გამოსვლა გავრცელდა (ვიდეო: „ცოდნის კაფე“), სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რატომ ჯობია ევროპა რუსეთს.

ვიდეომ მალე მოიპოვა პოპულარობა „ფეისბუქზე“ და მრავალმა გვერდმა გააზიარა.

დათო ლიკლიკაძემ ნატოში საქართველოს შესვლა საკუთარი ცოლის მოყვანას შეადარა:

„არასოდეს არ მიგიღებენ ნატოშიო, ქალბატონი ირმა ინაშვილი რომ ამბობს. მართლაც ასეა. ბოლო 20 წელი ამბობენ ასე და არ გვიღებენ, მაგრამ ერთ რაღაცას მოვყვები. გვიან შევქმენი ოჯახი, ვერ წამოგყვები, პირობები უნდა წამოგიყენოო, ბინა გარემონტე, წონაში დაიკელი 15 კილო, მანქანა იყიდე და მართვის მოწმობა აიღეო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, არ წამოგყვება ეგ მაინც, რა წესია ეს პირობების დაყენება, ტყუილად გაკეთებინებს ამ ყველაფერსო. ვისწავლე მანქანის მართვა, ვიყიდე მანქანა, წონაში დავიკელი, ბინა გავარემონტე. ახლა ვფიქრობ, რა წავაგე ამ ჩამონათვალის შესრულებით? რასაც ნატო გვიყენებს, ნეტავ, ის პირობები შეგვასრულებინა და რა ჩემი ფეხები მინდა მერე ნატოში? კარგად იყოს, თუა რ მიგვიღებს, ეს თუ შევასრულე, რას ვაგებ. თან, ჩემი ცოლისგან განსხვავებით, ევროკავშირი მეუბნება, ამაში ფულსაც მოგცემო… ასე რომ, ნუ მიგვიღებენ, გადაგვაგდონ, ოღონდ ქვეყნად ვიქცეთ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g