კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი წერს, რომ მთელი თბილისი ურეკავს კითხვით, იყო თუ არა რუსი ჟურნალისტისა და შოუმენის, ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღეზე, რაზეც ასეთი პასუხი აქვს:
„მეგობრებო!
მტრებოც და მოყვარეებოც!
მთელი თბილისი მირეკავს, წუხელ პოზნერის დაბადების დღეზე ყოფილხარ და მართალიაო?!
მე კი ვიცი, ვინ ამიგორა ეს ბინძური ჭორი, მაგრამ ასეთებმა ჯობია, საკუთარ თავს მიხედონ!
არც არავის დავუპატიჟებივარ (ჯერ ასეთ დიდ ელიტაში არ ვარ „მიღებული“). შესაბამისად, არც პოზნერის დაბადების დღეზე ვყოფილვარ!“