LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი კახი კავსაძეზე უცნობ ამბავს იხსენებს – „არავინაა თეატრში, მოვიხედე და კახი  დგას…“

497
turashvilikavsadze

მწერალი დათო ტურაშვილი „ფორმულას“ ეთერში ჰყვება კახი კავსაძის შესახებ ამბავს, რომელიც დაგაინტერესებთ.

დათო ტურაშვილი:

„მიგვაჩვიეს ტერმინს – ნიჭიერი და ზარმაცი. კლასიკური მაგალითია კახი კავსაძე, რომ ნიჭი არასდროს არ გასვენებს… რა არის პროფესიონალიზმი, ყოველ დღე რომ რაღაცას სწავლობ და წინ მიდიხარ. ნანახი მაქვს, როგორ ემზადებოდა კახი როლისთვის… პატარა ვიყავი მაშინ, ჩემს პიესას დგამდნენ რუსთაველის თეატრში. ადრე მივედი, დილით, შვიდ საათზე. მახსოვს სიჩუმე, არავინაა თეატრში, მოვიხედე და კახი კავსაძე დგას – ვუყურებდი, როგორ მეცადინეობდა და სწავლობდა ამხელა ვარსკვლავი… სანამ ცოცხალი ხარ, ბოლომდე უნდა ისწავლო… მოკლედ, დიდი ადამიანი დავკარგეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g