LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო ზოგადად სიმღერებს არავის აძლევს ხოლმე და მე მომცა, დიდი მადლობა, რომ მენდო“ – თამთა ჭელიძე სიმღერის პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

154
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „უსმინე ახალს“ სტუმარია მომღერალი, თამთა ჭელიძე, რომელმაც პირდაპირ ეთერში ძველი სიმღერის, „ეს მავნეა“ ახლებური ვერსია დააპრემიერა. 

4 წელი გავიდა ჩემი ბოლო მუსიკალურ აქტიურობიდან. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, თამთა ჭელიძე უბრუნდება მუსიკალურ კარიერას. სხვათა შორის, ამ სიმღერის დათო ხუჯაძის ვერსიაშიც, ბექებში მე ვმღეროდი. დათო ზოგადად სიმღერებს არავის აძლევს ხოლმე და მე მომცა. დიდი მადლობა, რომ მენდო. სიმღერაც მისია, ტექსტიც მისია. მადლობა ბორიკო შხიანს და გიგა კუხიანიძის სტუდიას. შემდეგი სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძის.

სხვათა შორის, რატომღაც 90-იანი წლების კონცერტზე არასდროს მიწვევენ, არ ვიცი რატომ, ძალიან უცნაურია. მე მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო, ყველა უნდა დავბრუნდეთ, ავმოქმედდეთ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ჩვენ შეგვიძლია „ამინდი“ შევქმნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები