ექსპერტებმა გასტრონომიული ტურიზმის ყველაზე დაუფასებელი დანიშნულებები გამოავლინეს.
სიაში სამი ქალაქი – ბუდაპეშტი, სან-სებასტიანი და ნეაპოლი – ლიდერობს.
საინტერესო რეიტინგის შესადგენად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 250 ცნობილი შეფ–მზარეული და ათასობით გურმანი გამოიკითხა. მათ უნდა დაესახელებინათ გამორჩეული სამზარეულოს მქონე ადგილები, რომლებიც გასტრონომიულ გიდებში ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე ნახსენები.
პირველი გახდა ბუდაპეშტი, ქალაქში უნიკალური სამზარეულო 10 წელზე მეტია ვითარდება და ამჟამად მიშლენის ვარსკვლავის მქონე 6 რესტორანია.
ესპანური სან-სებასტიანი მიშლენის სამი რესტორნით იწონებს თავს.
რაც შეეხება აწ უკვე ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ ნეაპოლს, ის უნიკალური პიცითაა ცნობილი. თუმცა, დანიშნულებას პიცის გარდა კიდევ ბევრი სხვა საინტერესო კერძის შემოთავაზება შეუძლია.