LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა, ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! ქმარმა აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო” – რას წერს ქეთი ლობჟანიძე

1841
BeFunky-collage (34)

საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, ქეთი ლობჟანიძე საზოგადოებას ამცნობს იმ კლინიკური შემთხვევის შესახებ, რომელიც ევროპელი მედიკოსების გაკვირვების საგანი გახდა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში!

პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტი-სხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს “შეეცოდა” და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!

დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!

განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!, – წერს ქეთი ლოჟანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g