LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუვიწყარი, სიყვარულით სავსე დღეები.. ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით, გვჯერა, ღმერთი ბევრ საოცარ რამეს გვიმზადებს“ – ილია თოფურია უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად მაიამის მზიან სანაპიროს სტუმრობს

456
ჯორჯინა უზკატეგუია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი უშვენიერესი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.

ფოტო: ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს გვიზიარებენ

ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს, რომლებსაც ემოციურ ტექსტს ურთავს.

„სიყვარულით სავსე დღეები, სიახლეების შეცნობა და ბევრი აღმოჩენა. მადლობა ყველას ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ვერ იყიდი და ჩვენ სავსე ვართ თქვენი სიყვარულით და დადებითი ენერგიით. ცოტაც და, ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით და გვჯერა, რომ ღმერთი კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს გვიმზადებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.

„როდესაც ამ ფოტოს ერთი წელი შეუსრულდება, ჩვენი შვილიც ჩვენთან ერთად იქნება“ – ილია თოფურიას მეუღლე ფოტოს აქვეყნებს

აღნიშნულ ფოტოებს ილია თოფურია ეხმიანება კომენტარით: „დაუვიწყარი დღეები“.

ილია თოფურიას ფეხმძიმე მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს: „ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლენა ღმერთის უდიდესი საჩუქარია…“

შეგახსენებთ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიამ ახლახან იქორწინეს. მათ ხელი ოჯახურ წრეში მოაწერეს, ცერემონიის დროს გადაღებული ფოტოები კი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარეს.

ფოტო: ილია თოფურია საყვარელ ქალზე დაქორწინდა – ხელის მოწერის კადრი: „ყველაფერი განსაკუთრებული იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები