LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუყოვნებლივი ქმედებების გარეშე, დაავადება ბავშვებში გავრცელდება“ – ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვირუსი გამოვლინდა

200
tedros_who_rtx37ckd_0

ღაზის სექტორში პოლიომიელიტი გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, პრევენციული ზომების სწრაფად მიღების გარეშე, ბავშვებში დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს.

„ღაზაში პოლიომიელიტის გამოვლენა კიდევ ერთი შეხსენებაა იმ მძიმე პირობების, რომელშიც მოსახლეობა აღმოჩნდა. კონფლიქტის გაგრძელება აფერხებს ძალისხმევას პოლიომიელიტის მსგავსი საფრთხეების გამოსავლენად და რეაგირებისთვის“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.

თავის პოსტს ის თან ურთავს მის მიერ ფრანგ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც აღნიშნავს, რომ პოლიომიელიტის ვირუსი აღმოჩენილია ღაზაში ჩამდინარე წყლებში.

მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ადამიანებში პოლიომიელიტის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, დაუყოვნებლივი ქმედებების გარეშე, დაავადების ათასობით დაუცველ ბავშვებში გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მილიონზე მეტ ვაქცინას გაგზავნის, რომელთა ადმინისტრირება უახლოეს კვირებში მოხდება, რათა დაავადება ბავშვებში არ გავრცელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g