LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავინახე ჩემი გაყინული შვილის თითები აღარ მოძრაობდა… მეგონა ცოცხალს გამოვიყვანდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი… მაშინვე ავიტაცე ხელში, წავიყვანეთ, მაგრამ ვერ ვუშველე“ – რას ჰყვებიან ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლები

1208
ტრაგედია ბათუმში

15 თებერვალს, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა – ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

„კარის მეზობლები იყვნენ, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის მშობლები მომხდარზე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრობენ. გადაცემა ეთერში ოთხშაბათს, 22:00 საათზე გავა.

სანდრო ელოშვილი: „ხუთი წლის ბავშვმა, რომ ჯართი იცის რა არის ჩვენს აშენებულ ქვეყანაში, ამ თხრილს ვერ ამოვავსებთ ვერასდროს და ამ ტკივილის ორმოსთან მოგვიწევს სამუდამოდ ცხოვრება…“

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ფეისბუკის გვერდი ავრცელებს გადაცემის ანონსს, რომელშიც გარდაცვლილი არასრულწლოვანის მშობლები საუბრობენ:

„ყველა გზა გავიარეთ და არსად არ იყვნენ, იქაც გავიარე და ვერ დავინახე, იქ თუ იყო… ჭაც არ ვიცოდი, თუ იყო. დავინახე ჩემი გაყინული შვილის თითები აღარ მოძრაობდა… მეგონა, რომ ცოცხალს გამოვიყვანდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი“, – ამბობს ბავშვის დედა.

„მაშინვე ავიტაცე ხელში, წავიყვანეთ, მაგრამ ვერ ვუშველე, იმედი მქონდა…“ – ამბობს ბავშვის მამა.

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე, როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა. მოდის ვიღაც კაცი და მეუბნება: ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია“ – გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

შეგახსენებთ, ბათუმში უბედური შემთხვევა 15 თებერვალს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ოცნების ქალაქში" მომხდარი საზარელი ამბავი

ოთხშაბათს, 22:00 საათზე TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ⭐️გამოიწერეთ ნანუკას იუთუბ არხი : https://youtube.com/@nanukaschannel6465?si=ZXaawAte1LHJGeYU

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g