დავით არახამია აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებულ ამბავს არახამია რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას უწოდებს.
„მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს და მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ.
უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი”, – აცხადებს დავით არახამია. მისი მიმართვის თარგმანს „მთავარი არხი“ ავრცელებს.