LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტურს უწოდებს – რას პასუხობს უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას“

153
დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტური უწოდა.

არახამიამ აღნიშნულით უპასუხა „ქართული ოცნების” 11 მარტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ „უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოთქვა”.

საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში ევროკავშირსა და გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.

საქართველოს მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

დავით არახამია „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ „საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს.

„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ „ნორმალიზაციაზე“, მაშინ გეგმა ასეთია:

  • გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ უკრაინაში ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
  • შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს.
  • შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.
  • მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან „ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.

გენერალურმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის შესაბამის უწყებებს მიმართა.

პრემიერი: „ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე.. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g