LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერძენიშვილი: საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა, ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია

131
1561926362-ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

მაქარაშვილი: იმედი მაქვს, საპატრიარქოში ეყოფათ გონიერება და მრევლს არ წააქეზებენ, რომ სხვა ადამიანები სცემონ

დავით ბერძენიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“5 ივლისს ქაშუეთთან კონტრაქციის დაანონსებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ფაქტიურად ღიად განაცხადა:
რაკი რამდენიმე ასეული აგრესიული მოძალადის მეტი ვერ გამოიყვანეს ფალავანდიშვილმა და სხვებმა, რაკი დასავლეთმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისი პრაიდს, რაკი ხელისუფლებამ ამჯერად არ მიუშვა მოძალადეები დემონსტრანტების დასარბევად და ა.შ, საპატრიარქო თავად გამოვიდა დღეს ასპარეზზე, როგორც მთავარი დაპირისპირებული, რუსული მხარე.

ილია მეორემ, მისმა თანამესაყდრე შიომ და ბევრმა სხვა იერარქმა, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, ეტყობა, მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან – მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების დაშინება/ მოთვინიერება, ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, თითქოს ეს ჩეკისტური, უვიცი და მომხვეჭელი, რუსების ბრძანების შემსრულებელი ყანდურების ორგანიზაცია

არის ერის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი და ეროვნული ღირსების დამცველი.

ასევე, საპატრიარქოს აქვს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშნარევი მორჩილების იმედიც.

ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.
თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, დროს და რეალობას აცდენილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა.
ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია. არც იმდენი ხართ, როგორც ბაქიბუქობთ. ხაფანგი დაიგეთ და თქვენვე გაებმებით მასში.

ყველა პარტია და პოლიტიკოსი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ვინც აყვება ობერ-პროკურორ კირილეს ადგილობრივ ეგზარქოს ილიას ამ აგრესიულ, ანტიდასავლურ მოწოდებასა და ქმედებაში, იქნება დაუნდობლად შეფასებული და, დარწმუნებული ვარ, დამარცხებული, დანარცხებულიც.
ილია მეორე, შიო და სხვები მიდიან საქართველოს მოქალაქეების ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.
პრაიდი მათთვის საბაბია.

არ გაგატანინებთ, არ ჩაგატოვებინებთ საქართველოს რუსულ ბნელ და აგრესიულ ბუნაგში”- წერს დავით ბერძენიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g