LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს

130
დავით ბერზენიშვილი

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა.

„ეს კაცი არის ყველაზე გაბრაზებული“ – ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მხრიდან გათვალისწინებული იქნა გარემოება, რომ ბრალდების მხარეს მომართა თავად დაზარალებულმა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თავად დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნა წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაცვის მხარის შუამდგომლობას თავდებობით პატიმრობის შეცვლის თაობაზე დაეთანხმა ბრალდების მხარეც“, – განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა

როგორც ბრალდებულის ადვოკატი კახაბერ მუმლაძე აცხადებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საფუძველი დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და მოძრაობა „აი იას“ თავდებობა გახდა.

„როდესაც 8 რიცხვში მოსამართლემ განიხილა ირაკლი ხომასურიძის საქმე, მან მიიღო აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელ დღეს აღმოიფხვრა ჩვენი დაცვის ძალისხმევით. ასე, რომ ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ არის მოძალადე და არ არის საშიში, დღეს სულ მალე გათავისუფლდება გლდანის მერვე დაწესებულებიდან

დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ მიერ ელექტრონულად დაანონსებული და განხორციელებული თავდებობის პეტიცია, რომელიც დაახლოებით 2005 ადამიანს შეადგენს, აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, რომ ირაკლი ხომასურიძის მიმართ შეცვლილიყო პიროვნული თავდებობით პატიმრობა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ.

შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.

დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

 

magti 5g