LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავით დოიაშვილის მოხსნა ადამიანურად არ შეიძლებოდა, თორემ თუ პოლიტიკური ომი მიდის, ეს უკვე სხვა ამბავია“ – ზურა ყიფშიძე დოიაშვილის გათავისუფლებაზე

660
დავით დოი

„ასე­თი რე­ჟი­სო­რი ახლა არ გვყავს,“ – აცხადებს მსახიობი ზურა ყიფშიძე დავით დოიაშვილთან დაკავშირებით.

ყიფშიძემ დოიაშვილის გათავისუფლებაზე საკუთარი პოზიცია ambebi.ge-სთან დააფიქსირა.

„არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა ასე მჭიდ­როდ იყო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი! კაცო, მსა­ხი­ო­ბი და­უ­ჭი­რეს, უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს, აბა რა უნდა ქნას!? არ ვი­ცით, რა ქნა იმ მსა­ხი­ობ­მა. მე მგო­ნია, არა­ფე­რი არ უქ­ნია, რა და­ა­შა­ვა კაც­მა არ იცის… ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მოხ­სნა. ვინ უნდა მოხ­სნა, ასე­თი რე­ჟი­სო­რი ახლა არ გვყავს,“ – ამბობს ზურა ყიფშიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, შე­იძ­ლე­ბო­და და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ყიფშიძემ უპასუხა:

„არ შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნუ­რად, თო­რემ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ომი მი­დის, ეს უკვე სხვა ამ­ბა­ვია. ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ერ­თმა­ნე­თი და ვი­ყოთ!“ – აღნიშნავს ყიფშიძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის, დოი, ყველაფერი წინ არის“ – ანდრო ჭიჭინაძე კულტურის მინისტრს

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g