მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ქართველი პიანისტი დავით ხრიკული ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდა და 11 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.
მიუხედავად მისი შესანიშნავი გამოსვლისა დავით ხრიკულმა არსებული 6 საპრიზო ადგილიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვა. შოპენის კონკურსის შედეგები დღემდე აქტიური განხილვის საგანია სოციალურ ქსელში.
„შოპენი რომ ცოცხალი იყოს, თავადვე სასამართლოში უჩივლებდა ამ სამარცხვინო ჟიურის!“ – დავით ხრიკულმა შოპენის პიანისტთა კონკურსზე 6 ადგილიდან და 5 სპეციალური პრიზიდან ვერ ერთი ვერ მიიღო
დავითმა მთავარი გამარჯვება მაინც მოიპოვა – ის ხალხმა აღიარა და ეს არტისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა!
არაერთი ხელოვანი ადამიანი კონკურსის კორუფციული გარიგებების შესახებ მიანიშნებდა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში.
შოპენის კონკურსზე ქართველი პიანისტის გამოსვლას ეხმაურება ნინო სურგულაძე. მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანოს ინფორმაციით, „დავით ხრიკულს კერძო პირმა ჯილდოს სახით 6 000 ევრო გადასცა“.
„დავით ხრიკულს კერძო პირმა ჯილდოს სახით 6000 ევრო გადასცა. დარბაზის საოცარი რეაქცია კი ყველაფერს ამბობს ამ უნიკალურ მუსიკოსზე“, – წერს ნინო სურგულაძე.