„ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა.
სალომე ზურაბიშვილი – „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი.
სალომე ზურაბიშვილი: „საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი, მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოა, არსად ვაპირებ წავიდე“
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობაა, რადგან პარტნიორები ხედავენ, რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ქართველი ხალხი ქუჩაში.
„ზურაბიშვილი და მისი განცხადებები არ იმსახურებენ არანაირ რეპლიკას და პასუხის გაცემას. ეს ადამიანი საერთოდ არის აცდენილი რეალობას. მე არ ვიცი, ის თავს რად თვლის, თუმცა საზოგადოებამ მას დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინა ადგილი.
ღალატში გაწაფული თანამედროვე ორჯონიკიძეები, მათ შორის გამორჩეულად ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი რესურსი არის ძალიან მწირე და ბუნებრივია, ის ამას ვერ შეძლებს.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.