LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „ლელოს“ შექმნა იყო მცდელობა, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ დანაშაულებრივი ბუნება

85
დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის მოსაზრებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „ლელოს“ შექმნა „დანაშაულებრივი ბუნების პოლიტიკური მანტიით დაფარვის მცდელობა“ იყო.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს განაჩენით, დადასტურდა, რომ მათი პარტია ფიქციაა.

პროკურატურას რას უწუნებთ? არ მიხვდა, რომ თაღლითი იყოო, მაგას მეუბნებით? სპეკულაციებს ნიადაგი გამოეცალა – სარჯველაძე განაჩენზე

„სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ცნო დამნაშავედ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც თაღლითობა ჰქვია. რეალურად, ასევე, იყო არაერთგზის გაჟღერებული და ჩვენც ამაზე ვსაუბრობდით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის პოლიტიკური პარტია „ლელოს“ შექმნა, ეს იყო მცდელობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება.

ნათელია, რომ ეს დღეს სასამართლო სხდომის განმავლობაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რეალურად, პარტია „ლელო“ ფიქციას წარმოადგენს და მცდელობა ხაზარაძისა და ჯაფარიძის, რომ პოლიტიკას ამოეფარონ და ამით დაფარონ საკუთარი დანაშაული, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g