LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურას რას უწუნებთ? არ მიხვდა, რომ თაღლითი იყოო, მაგას მეუბნებით? სპეკულაციებს ნიადაგი გამოეცალა – სარჯველაძე განაჩენზე

84
imedinews-31

სპეკულაციებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური იყო, ნიადაგი გამოეცალა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოზე საკამათო არ გამხდარა დანაშაულებრივი ფაქტები ჩადენილი იყო თუ არა და სასამართლოს პროკურატურისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

„მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ფაქტის დადასტურების პრობლემა ამ თვალსაზრისით არ ყოფილა ანუ ფაქტი, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, ამის დადასტურების პრბლემა არ ჰქონია სასამართლო განხილვების დროს.

რაც შეეხება შეფასებას სამართლებრივს – რა ჰქვია ამ დანაშაულს, თაღლითობა თუ ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულება და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქოვია არა ამ კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო – მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში.

ბანკში არსებული სახსრები გაიცა არასწორად, სესხის სახით, ერთ სუბიექტზე და შესაბამისად იმ სუბიექტმა არა იმ დანიშნულებით, როგორც ეს სესხით იყო გათვალისწინებული, ბანკთან დაკავშირებულ პირებს პირად ანგარიშზე დაუბრუნა. მემგონი ეს ფაქტები სადაო არ გამხდარა. მე მგონი, ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ კეთდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მე მგონი, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა, აღარავითარი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად აღარ მოიპოვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეკითხვაზე – პროკურატურა ვერ მიხვდა რომ ეს თაღლითობა იყო? – სარჯველაძე თავდაპირველად შეკითხვით პასუხობს, ეთანხმება თუ არა ჟურნალისტი იმას, რომ ეს თაღლითობა იყო, შემდეგ კი პასუხობს:

„პროკურატურას რას უწუნებთ? არ მიხვდა, რომ თაღლითი იყოო, მაგას მეუბნებით? საკუთარ თავს დაუსვით ეს შეკითხვა, თქვენი ლოგიკა რაშია, თქვენ მიბრუნებთ საკითხს განსხვავებულად, მე ხომ გითხარით პასუხი, პროკურატურამ რაც დააყენა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ეს ფაქტები არის დანაშაული, პროკურატურის კვალიფიკაცია მიცემული იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ თქვა, რომ კი, ეს არის დანაშაული, მაგრამ ამას ქვია სხვა სახელი. ეს არის მოცემულობა.

მისვამთ კითხვას, ეს არის თუ არა გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ და საიდან გამოსავალს მეკითხებით? რომელი ჩიხიდან? გინდათ, ისე მაპასუხებინოთ, თითქოს ჩიხს ვაღიარებ და არავითარი ჩიხი არ არსებობს, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა და პოლიტიკური სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იმიტომ, რომ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ., ამას დღეს გამოეცალა ყოველგვარი ნიადაგი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ამავე თემაზე:

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები