საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში – „კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი – 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა, ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ.
ფორუმში მონაწილეობდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.
ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგოეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში.
(R)