საქართველოს კულტურის პალატას მსოფლიოს მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი მარკო სტოჯანოვიჩი, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელთან, ამირან შალიკაშვილთან ერთად ეწვია. სტუმრებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა უმასპინძლა.
,,თბილისი 2015″”-ის ოლიმპიური ფესტივალის დროს, მარკო სტოჯანოვიჩი კონსულტაციას უწევდა პანტომიმის თეატრს, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი ,,იაზონისა და მედეას”” ორიგინალური წარმოდგენით გახსნა.
მარკო სტოჯანოვიჩმა კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს და თეატრის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და ღონისძიების მაღალი დონის ორგანიზებისათვსი მალდობა გადაუხადა და სამომავლოდ, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.