LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზურაბიშვილი: „ხელისუფლება დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია“

160
დავით ზურაბიშვილი_ფოტო_ „პუბლიკა“

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ყოფილი დეპუტატი ხელისუფლების შესახებ წერს, რომ დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია:

„როდესაც სახლებში გვივარდებიან, მშობლებს ურეკავენ, აგინებენ, შვილებს სცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად“ – ნიკა მელია

„ასე თუ ისე რაღაც პოლიტიკური გამოცდილება დაგროვილი მაქვს და ის სიტუაციებიც გამოვლილი მაქვს, როცა ხელისუფლების მიერ დაგეშილი ზონდერები აქციების მონაწილეებს უსაფრდებოდნენ და ცემდნენ.

ასეთი პრაქტიკა მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე: ხელისუფლება დამფრთხალი და მორალურად გაკოტრებულია, აგებს საინფორმაციო ომს და ცდილობს ძალადობით და საზოგადოების დაშინებით გაიმაგროს შერყეული პოზიცია. ეს ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“ – სახალხო დამცველი მუქარისშემცველ ზარებზე

ყველაზე ადეკვატური პასუხი ამგვარ ძალადობაზე კი არის უწყვეტი და მასშტაბური პროტესტი. ხელისუფლებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ დაშინებს მცდელობა არათუ არ მუშაობს, არამედ უფრო მძლავრი ტალღის სახით უბრუნდება უკან.

,,ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის ,,ბიტებივით" ჰქონდათ" – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს

,,გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ებღაუჭება ამ ხელისუფლებას, მაინცდამაინც არ სიამოვნებს ასეთი ძალადობა მისი რჩეული მთავრობის მხრიდან და თუ ის ხედავს, რომ ამან პროტესტი კი არ ჩააცხრო, არამედ უფრო გააღვივა, შეიძლება უკმაყოფილების გამოხატვაც გაბედოს, რაც სახელისუფლო ვერტიკალში სერიოზულ ბზარებს აჩენს.

დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები და არსებითად და შინაარსობრივად ასეა.“ – წერს დავით ზურაბიშვილი.

ნინო წილოსანი: „ახალგაზრდების ლამაზი ფოტოების უკან ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები დგანან“

ფოტო: „პუბლიკა“

ასე თუ ისე რაღაც პოლიტიკური გამოცდილება დაგროვილი მაქვს და ის სიტუაციებიც გამოვლილი მაქვს, როცა ხელისუფლების მიერ…

Posted by David Zurabishvili on Wednesday 8 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g