20-24 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება, რომლის მონაწილეებს შორის იქნებიან სახელმწიფოს მეთაურები და პოლიტიკური ლიდერები ყველა ძირითადი რეგიონიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები, კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს გენერალური მდივანი, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
ფორუმით გათვალისწინებულ დისკუსიას ონლაინ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერთვება.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „Collaboration for the Intelligent Age“.
დავოსის 55-ე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.