LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა

119
იკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს Რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში Maersk-ის შვილობილი კომპანიის – APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის მნიშვნელობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელსაც და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ითაა გაზრდილი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები