გუშინ, გორის მე-10 საჯარო სკოლაში თანასკოლელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულ მოზარდს დაზიანებები თავის არეში რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, ცხვირის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
