LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული კორპუსიდან 21 ოჯახს გამგეობა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

167
56337190_10218564388516635_8400426551702716416_n

თბილისში, დიღმის მასივში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, 21 ოჯახს დროებითი საცხოვრებლით ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

21 ოჯახიდან 13 ოჯახი სასტუმრო „444“-ში დაბინავდება. დანარჩენი რვა დღეს ახლობლებთან დარჩება. დიდუბის გამგებლის თქმით, გამგეობა მზად არის, ისინიც დააბინაოს.

კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოში ელექტროენერგია და წყალი გათიშულია. მიმდინარეობს შენობის მდგრადობის შესწავლა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ზიანის აღწერა და დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარებიან.

დიღმის მასივში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ,ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.

ფოტო: imedinews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g